„პუბლიკის“ ინფორმაციით, გამოცემის სამ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს პარლამენტის აპარატმა ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა.
როგორც„პუბლიკა“ იუწყება, მათ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩავბარდებათ, თუმცა სიტყვიერად განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება.
„პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავდნენ.
ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა.
ასევე, როგორც გამოცემააღნიშნავს, აკრედიტაციის შეჩერების შესახებ აცნობეს სხვა მედიაორგანიზაციების თანამშრომლებსაც.