თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.