ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერს 43 წლის პედაგოგი ემსხვერპლა, რომლის მანქანაც კლდოვან მასაში მოყვა.
მისი ცხედრის ამოყვანას მაშველებმა თითქმის 24 საათი მოანდომეს. გარდაცვლილი გელა ლიპარტელიანი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა სოფელ ქულბაქის გზაზე რამდენიმე მიწის მასა მოწყდა და ავტომობილი ქვეშ მოიყოლა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ დახლებით ღამის სამ საათზე მოხდა. გელა ლიპარტელიანი, სოფელ ჭყონის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და მის ქვეშ მოყვა.