ამერიკულმა სტუდია HBO Max-მa გამოაქვეყნა სერიალის "დრაკონის სახლი" - "სამეფო კარის თამაშების" პრიკველის სრული ტრეილერი.
ტრეილერში ჩანან დრაკონები, ასევე სერიალის რამდენიმე მთავარი გმირი. მათ შორის: პრინცესა რეინირა ტარგარიანი და ალისენთ ჰაითაუერი, რომლებიც აწყობენ შიდა ომს ვესტეროსის ტახტისთვის.
სერიალის პირველი სერიის პრემიერა 21 აგვისტოს შედგება.
"დრაკონის სახლის" სიუჟეტი ტარგარიანების სამოქალაქო ომის, იგივე "დრაკონების ცეკვის" შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. სატელევიზიო შოუს კვლავ ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით გადაიღეს.