რუსეთი შეერთებული შტატების კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევას შეეცდება, - ინფორმაციას New York Times-ის ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორ კრისტოფერ რეისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერსარდლობის ხელმძღვანელ გენერალი პოლ ნაკასონეზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონგრესის შუალედური არჩევნები 2022 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, არის მოლოდინი, რომ შემოდგომაზე დემოკრატები ორი პალატიდან ერთ-ერთში უმრავლესობას დაკარგავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს, აშშ-ს დაზვერვა და სპეციალური პროკურორი, დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევენ, რომ რუსეთი ერთხელ უკვე ჩაერია აშშ-ს არჩევნებში 2016 წელს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ფაქტი დაადასტურა სპეციალურმა პროკურორმაც, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ.
შუალედური არჩევნების დროს, ისევე როგორც საყოველთაო არჩევნებისას, ხელახლა ირჩევენ წარმომადგენლობით პალატას (კონგრესის ქვედა პალატაში 435 კანონმდებელია, მათ ორი წლით ირჩევენ) და სენატში დეპუტატების მესამედს (ზედა პალატაში მუშაობის ვადა 6 წელია, ამიტომ ორ წელიწადში ერთხელ 33 ან 34 დეპუტატს ხელახლა ირჩევენ).