ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ ღებრეიესუსი მსოფლიო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემია "დასრულებასთან ახლოსაც არ არის".
"პანდემია შორს არის დასრულებამდე", - ციტირებს ევროპულმა მედია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის სიტყვებს, რომელიც ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოსთქვა.
თავის მხრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურომ მოუწოდა ქვეყნებს, შესთავაზონ ვაქცინის მეორე ბუსტერ დოზა ხუთი წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.
ამასთან, გაიცა რეკომენდაცია, ქვეყნებმა განიხილონ ვაქცინის მეორე ბუსტერ დოზის შეთავაზება დაუცველი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა ხანდაზმულები, ჯანდაცვის მუშაკები და ორსული ქალები.
ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გაორმაგდა.