ახლა ჩვენი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არეალი შეზღუდულია, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვას - არის თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ის საკითხი, რომელზეც თუნდაც დროებით, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა პარტიული ინტერესი გვერდით უნდა გადადოს.
წიკლაურის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ოპოზიციამ არ ითანამშრომლოს ამ საკითხში.
„არის კითხვარი, ხელისუფლებამ გასცა პასუხები და ქართველ ხალხს დაუმალა, რა ჩაწერა ამ პასუხებში. დაგიმალათ თქვენ, ჟურნალისტებს, ჩვენ, პოლიტიკოსებს, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას დაუმალა, რა დაწერა ამ პასუხებში. ამიტომ, ახლა ჩვენი თანამშრომლობის არეალი შეზღუდულია“, – განაცხადა წიკლაურმა.