ევროპისთვის მიუღებელია ოლიგარქიული მმართველობა და ევროპისა და აშშ-ის ლანძღვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ილუზიაა ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო გახდება თავისუფალი და ევროპული ქვეყანა.
„ოლიგარქიული მმართველობა ევროპისთვის არის მიუღებელი; ევროპის ლანძღვა-გინება, აშშ-ის ლანძღვა არის მიუღებელი. ამიტომ, მე მიმაჩნია – ილუზიაა ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო გახდება თავისუფალი და ევროპული ქვეყანა. ამიტომ, ჩვენი, ყველას ეროვნული ამოცანაა, სხვათა შორის, არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების, რომ მავნებლური რეჟიმი, რომელსაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ უკან მიჰყავს, დასრულდეს დემოკრატიული, თავისუფალი პოლიტიკური მოძრაობების გზით და საქართველოს მართლაც გაეხსნას ევროპული მიმართულებით გზა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.