უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის წინადადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინამ თავისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს უნდა დაუთმოს.
98 წლის კისინჯერი, რომელსაც რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, ამ წინადადებით 23 მაისს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა.
"ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს "დავოსის პანიკიორების" მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით", - აღნიშნა პოდოლიაკმა.