26-28 ნოემბერს აჭარაში საერთაშორისო გამოფენა "ADJARA FASHION PROJECT-2010" და "ADJARA BRANDS -2010" გაიმართება.
პროექტი ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სასტუმრო "შერატონის~, თურქეთის საკონსულოს (კომერციული ატაშეს) მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ქართული და შავი ზღვის აუზის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, უკრაინა და სხვა) სამშენებლო კომპანიები და სხვა ბრენდები მონაწილეობენ.
გამოფენის ორგანიზატორთა განმარტებით, საქართველოში, კერძოდ აჭარაში, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს აღმშენებლობითი პროცესი. კიდევ უფრო ლამაზდება და მშვენდება ბათუმი.
"გამოფენის მიზანია ხელი შევუწყოთ თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციას. საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან, თქვენი პროდუქციის რეკლამირებას და რეალიზაციას", - განმარტავენ "ADJARA FASHION PROJECT-2010"-სა და "ADJARA BRANDS -2010"-ს ორგანიზატორები.
გამოფენაში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს, გამოფენის ორგანიზატორები მაქსიმალურ საინფორმაციო სარეკლამო მომსახურებას და გამოფენის მაღალ ხარისხოვან ორგანიზებას პირდებიან.
გამოფენაზე მოწვეული არიან სტუმრები: ბიზნესმენები, ინვესტორები, საინვესტიციო კომპანიები, სარეკლამო კომპანიები, და აშ.
გამოფენაში მონაწილე კომპანიები, წარმოადგენენ პროფუქციას სარეკლამო ბანერის სახით (საინფორმაციო სარეკლამო დაფა, პლაკატი, ბუკლეტი, მაკეტი, სარეკლამო ვიდეორგოლი ან სხვა საინფორმაციო საშუალებები), რომელიც განთავსებული იქნება საგამოფენო დარბაზში.
"ADJARA FASHION PROJECT-2010"-სა და "ADJARA BRANDS -2010"-ის პროგრამის მიხედვით, გამოფენის პირველი დღეს, 26 ნოემბერს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად გამოფენის გახსნაა დაგეგმილი. 27 ნოემბერს გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველის შეეძლება, ხოლო 28 ნოემბერს დაგეგმილია გამოფენის დახურვა, საუკეთესო კომპანიებისა და ბრენდების დაჯილდოება.
28 ნოემბერს, 19 საათზე "ADJARA FASHION PROJECT-2010"-სა და "ADJARA BRANDS -2010"-ის დახურვის ცერემონიალზე, მოეწყობა "Fashion Party" მოდების ჩვენება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სარეკლამო-სამოდელო სააგენტოს მოდელი გოგონები. ასევე შეირჩევა ამა თუ იმ კომპანიის სარეკლამო სახეები, გამოვლინდებიან "Miss Sheraton" და "Miss Adjara fashion".