კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2021 წელს პუტინმა 10 მილიონ 202 ათასი რუბლი გამოიმუშავა, რაც ოდნავ აღემატება 2020 წლის შემოსავალს - 9 მილიონ 994 ათას რუბლს.
პუტინის მიერ დეკლარირებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი მრავალი წელია უცვლელი რჩება.
დეკლარაცია შეიცავს მონაცემებს მხოლოდ ორი ბინისა და ავტოფარეხის შესახებ.
ბინა - 153.7 კვადრატული მეტრი;
ბინა - 77 კვადრატული მეტრი;
ავტოფარეხი - 18 კვ მეტრი ფართობით.
ამის გარდა, პუტინი ფლობს ორ რარიტეტულ ავტომობილს "გაზ-მ21"-სა და "ნივას", ასევე ავტომისაბმელ "სკიფს".
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელში პუტინმა ყველაზე მაღალი შემოსავალი 2017 წელს მიიღო - 198 მლნ რუბლზე მეტი, რაც 1 500 კვ. მეტრი მიწის ფართობის გაყიდვას მოჰყვა.