ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის პრემიის "ოსკარის" დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა.
"წლის საუკეთესო მსახიობი კაცის" ნომინაციაში გაიმარჯვა უილ სმიტმა ფილმში King Richard შესრულებული როლისთვის.
ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ:
ხავიერ ბარდემი - Being the Ricardos
ბენედიქტ კამბერბეჩი - Power of the Dog
ენდრიუ გარფილდი - Tick, Tick...Boom!
დენზელ ვაშინგტონი - The Tragedy of Macbeth.
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო უილ სმიტმა პირველად მიიღო. მანამდე ის ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე უილ სმიტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც კომიკოსს კრის როკს ერთ-ერთ ნომინაციის წარდგენისას სახეში სილა გააწნა. კომიკოსმა კრის როკმა უილ სმიტის ცოლზე, მსახიობ ჯადა პინკეტ სმიტზე იხუმრა, რამაც სმიტი გაანაწყენა, რის შემდეგაც ის სცენაზე ავიდა და კომიკოსს სილა გააწნა.
მოგვიამენით, უილ სმიტმა კინოაკადემიას ბოდიში მოუხადა, თუმცა კომიკოსს არა.