დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 59 მსჯავრდებული საპატიმროებს დატოვებს. 
კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის 2 არასრულწლოვანი და 7 ქალია. 
კომისიამ 236 საქმე განიხილა და ერთი მეოთხედის შეწყალებას დაუჭირა მხარი. 
პრიორიტეტი მსუბუქი კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებს მიენიჭათ.