შვედეთში რუსეთს ელჩის ვიქტორ ტატარინცევის განცხადებით, უსაფრთხოების ვითარებას შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკული ალიანსი ამწვავებენ. ამის შესახებ ტატარინცევმა შვედურ გამოცემა Aftonbladet-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგება რუსეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.
"აშშ-სა და ნატო-ს რომ არ მოეხდინათ პროვოცირება და სიტუაციის გამწვავება, ჩვენ წინააღდეგი არ ვიქნებოდით შვედეთის ნატოში გაწევრიანებისა. ჩვენ პატივისცემით ვიქნებოდით განწყობილი შვედეთის გადაწყვეტილების მიმართ“, - თქვა ტატარინცევმა.
რუსეთის ელჩის თქმით, ალიანსის გაფართოება ყველაზე დიდი საფრთხე იქნება რუსეთისთვის. ამასთან, ტატარინცევმა რუსეთის წინააღმდეგ პოტენციური სანქციების შესახებაც გააკეთა კომენტარი.
"ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ დავა**ვით დასავლეთის სანქციებს", - თქვა ელჩმა.
დასავლეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს.