კიევში ათასობით მოქალაქემ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მსვლელობა გამართა.
სამშვიდობო მსვლელობა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტიდან დაიწყო და დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯამში მსვლელობაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
მსვლელობის მონაწილეები, რომელთაც უკრაინის დროშები ეპყრათ ხელს, სკანდირებდნენ, რომ უკრაინელები მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთის აგრესიას.




