დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ყავას, ცოცხლობენ 12%-ით მეტხანს, ვიდრე ისინი, ვინც ყავას არ სვამენ.
ინგლისის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის და უნგრეთის სემელვეისის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას.
დაახლოებით 500 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, 12%-ით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ყავას არ სვამს.
კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ყავის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ინსულტის განვითარების ალბათობას დაახლოებით 20%-ით ამცირებს.
სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კვლევაში მითითებული სასარგებლო თვისებები მხოლოდ დაფქულ ყავას აქვს და ხსნადი ყავა ამ სარგებელს არ იძლევა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ დღეში სამ ფინჯან ყავაზე მეტის მოხმარებას დამატებით სარგებელი არ მოაქვს და რომ ყავაში კოფეინის გარდა, არის მინერალები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ეფექტურია კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის და დემენციის რისკის შესამცირებლად.
კვლევაში მონაწილეთა 22%-ი არ სვამდა ყავას, 58%-ი რეგულარულად სვამდა 1-დან 3 ფინჯან ყავას ყოველდღიურად, დანარჩენები კი სვამდნენ მინიმუმ 3 ფინჯან ყავას დღეში.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ყავა ასევე ზრდის მაღალი წნევის და გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკს.