ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებას არა მხოლოდ რუმინეთში, არამედ შავის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც.
"ჩვენ უკვე გავაძალიერეთ ჩვენი წარმომადგენლობა, მაგრამ განვიხილავთ შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო ძალების განლაგებას რუმინეთში და შავის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც", - განაცხადა სტოლტენბერგმა რუმინეთში მიხაილ კოგელნიჩანუს სამხედრო ბაზაზე.
10 თებერალს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აპირებს თავისი ძალების განთავსებას რუმუნეთში.
ამ განცხადების კვალდაკვალ, გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დამატებით ძალების განლაგება განიხილება ბულგარეთსა და სლოვაკეთში.
გამოცემის ცნობით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს წინადადება აღნიშნულთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში მას ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.
მოსალოდნელია, რომ დამატებით ძალების განთავსების გეგმა გაზაფხულისთვის განხორციელდეს.