"ნატო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთს დამოუკიდებლობას არასოდესაღიარებს", - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ლისაბონის ნატოს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რასმუსენმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ ნატოს და რუსეთს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით კვლავ უთანხმოება აქვთ, რაც მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც აისახა. ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდა.
"ნატოს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელია, რაც ალიანსის საპარლამენტო რეზოლუციაშიც გარკვევით აისახა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არასოდეს ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რაც მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით. ვფიქრობ, რუსეთის და ნატოს ურთიერთობების გაღრმავება ამ პრობლემის მოგვარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განაცხადა რასმუსენმა.