ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეწყვიტოს, თუ დასავლეთის სანქციები მინსკს საგანგებო მდგომარეობაში ჩააგდებს და მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.
"თუ სანქციები, რომლებსაც ისინი [დასავლეთის ქვეყნები] აწესებენ ან მომავალში დააწესებენ, ჩაგვაყენებენ საგანგებო მდგომარეობაში და ჩვენ არ გვექნება გამოსავლი სხვა ზომებით ვუპასუხოთ მათ სანქციებს, გამოვიყენებთ ამ მკაცრს ღონისძიებას", - განაცხადა ლუკაშენკამ თურქულ ტელერადიოკომპანია TRT-თან ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ, ლუკაშენკამ, მისი რეჟიმის მიმართ, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს პროდუქციის იმპორტზე ემბარგოთი უპასუხა.
დეკემბრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გამოაცხადეს.