მექსიკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტრაილერი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, მოსახვევში მკვეთრი მოხვევისას ამოტრიალდა.
ტრაგიკული შემთხვევა მექსიკის შტატ ჩიაპასში მოხდა.
შტატის სამოქალაო დაცვის სააგენტოს განცხადებით, ტრაილერში 100-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ავარიის შედეგად, დაშავდა 105 ადამიანი, 83 კაცი და 22 ქალი. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაილერი, რომელჩის ცენტრალური ამერიკიდან, ძირითადად გვატემალელი და ჰონდურასელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, შეერთებული შტატებისკენ მიემართებოდა.
ჩიაპასის შტატი, რომელიც გვატემალას ესაზღვრება, მთავარი სატრანზიტო ლოკაციაა არალეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც შეერთებული შტატებისკენ მიდიან.
ასობით ათასი მიგრანტი, რომლებიც გაურბიან სიღარიბეს და ძალადობას ცენტრალურ ამერიკაში, ყოველწლიურად ცდილობენ მექსიკაში გადასვლას საბოლოოდ, აშშ-ში მოსახვედრად.