შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა კიევს განუცხადეს, რომ უახლოეს 10 წელიწადში უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. იტყობინება ამერიკული გამოცემა Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, ბაიდენმა 7 დეკემბერს გამართულ პუტინთან შეხვედრაზე, უარყო კრემლის მიერ წამოჭრილი "წითელი ხაზები" ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით.
კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მისთვის "წითელი ხაზია".
"ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აშშ ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, რათა ოფიციალურად დაუთმოს ავტონომია აღმოსავლეთ უკრაინის მიწებს, რომელსაც ახლა აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, რომლებიც 2014 წელს აჯანყდნენ კიევის წინააღმდეგ. ორაზროვანი, ევროპული შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება 2015 წელს, მაგრამ ის არასოდეს შესრულებულა", - აღნიშნულია სტატიაში.
"უკრაინა, რომელსაც აქვს ღრმა კულტურული და ისტორიული კავშირები რუსეთთან, ბოლო წლებში ცდილობს დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ალიანსმა გასცა წევრობის დაპირება, მაგრამ მან უარი თქვა დროის განსაზღვრაზე. მიმდინარე კრიზისამდეც კი, უკრაინა შორს იყო გაწევრიანებამდე.
თუმცა, 2014 წლიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მოახდინა ყირიმის ანექსია, შემდეგ კი უკრაინის აღმოსავლეთით შეიარაღებულ სეპარატისტებს მხარი დაუჭირა, შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვითი ძალების გაძლიერებაში", წერს AP.