მოსკოვში 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება. იტყობინება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტას"-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ შეხვედრა მოსკოვში, 10 დეკემბერს ფორმატში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები.
"რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა "3+3" ფორმატში, რომლის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები გამოვიდნენ, 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება", - აცხადებს თურქეთის საგარეო უწყება.
საქართველო შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის იდეა 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენა.
ერდოღანის მტკიცებით, პლატფორმა გულისხმობს ირანის, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯიანის თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.
რუსეთი და ირანი მიესალმებიან ამ ინიციატივას, სომხეთი კი, თურქეთის და აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინებით, სკეპტიკურად უყურებს ამ თანამშრომლობის პერსპექტივას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო არ განიხილავს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.