ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივად არ გამოიყენებს ძალას.
მისი თქმით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, ამ ეტაპზე არ განიხილება, მაგრამ რაც მოხდება, არის მძიმე შედეგები რუსეთისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანი გაზრდის სამხედრო ძალას ბლოკის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.
"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, მეხუთე მუხლის ვალდებულება იმ შემთხვევისთვის, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს ვალდებულება არ ვრცელდება უკრაინაზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება, რისი გაკეთების ნება ექნებათ ნატო-ს სხვა წევრებს", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა, კიევს იარაღით დაეხმაროს.
"დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო", - განაცხადა ბაიდენმა.