საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი მეუღლის ჟოზეფინ ბონაპარტის ორი ძვირფასის ტიარა აუქციონზე გაიყიდა.
მანამდე, იმპერატორის კუთვნილი თავსამკაული, თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში, კერძო პირებს ეკუთვნოდათ.
ტიარები 7 დეკემბერს, ლონდონში, Sotheby's-ში გამართულ აუქციონზე 576 000 ფუნტად გაიყიდა, რაც დაახლოებით 763 ათასი დოლარია.
ერთ-ერთი ოქროს დიადემა ლურჯი მინანქრის დეტალებით არის შემკობილი. მასზე დამაგრებულია კამეას სტილით სარდიონის ქვაში გამოკვეთილი რამდენიმე მცირე ზომის პორტრეტი. ამ დიადემას, რომელიც საიუვილერო ნაკრების ნაწილია, თან ერთვის ქამრის ორნამენტები, საყურეები და თმის სარჭი.


მეორე ოქროს დიადემა, რომელიც ასევე ლურჯი მინანქრის დეტალებით არის გაფორმებული, შემკობილია აქატისა და იასპის ქვაში ნაკვეთი ძველბერძნული მითოლოგიის ღმერთების გამოსახულებებით.

ლონდონის "ვიქტორია და ალბერტის" მუზეუმის ინფორმაციით, ეს დიადემა, სავარაუდოდ, ჟოზეფინ ბონაპარტს ნაპოლეონის დამ, კაროლინამ (მიურატმა) მიუძღვნა.