ირლანდიიდან 40 ქართველი არალეგალის დეპორტაცია განხორციელდა.
დეპორტირებულები სამშობლოში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ.
როგორც მათ განაცხადეს, არალეგალთა ნაწილი დუბლინის ქუჩებში, დოკუმენტების შემოწმების დროს აიყვანეს. მათი თქმით, ირლანდიაში არალეგალთა დევნა ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო.
არალეგალთა იმ კატეგორიას კი, რომლებიც დიდი ხანია ირლანდიის დედაქალაქში ცხოვრობდა და პოლიცია არ აწუხებდა, ათ წუთში გამზადება მოსთხოვეს და აეროპოტში მიიყვანეს და საქართველოში გამოამგზავრეს.