ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკო, მისი რეჟიმის მიმართ, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხობს.
ლუკაშენკას განკარგულებით, "არამეგობრული ქვეყნებიდან" პროდუქციის იმპორტზე ემბარგო წესდება.
ბელარუსის მედიის ცნობით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბელარუსი "დისკრიმინაციული პოლიტიკისა გამტარებელი და არამეგობრული ქმედებების განმახორციელებელი ქვეყნებიდან" გარკვეული სახეობის პროდუქტების იმპორტს აკრძალავს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ემაბრგო ნახევარი წლის განმავლობაში გავრცელდება.
ეკონომიკური შეზღუდვის ფარგლებში "არამეგობრული ქვეყნებიდან" აიკრძალება შემდეგი პროდუქცია: რძე, რძის პროდუქტები, საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცი, ხილი, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, მარილი, ძეხვეული, თხილი.
ემბარგო გავრცელდება შეერთებულ შტატებზე, ევროკავშირის ქვეყნებზე, კანადაზე, ისლანდიაზე, ჩრდილოეთ მაკედონიაზე, ალბანეთსა და მონტენეგროზე.
ბელარუსის მთავრობის განცხადებით, აკრძალვა არ შეეხება პირადი მოხმარების პროდუქტებს, ბავშვთა კვების პროდუქტებს და ა.შ.