7 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.58 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4813 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4993 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.80 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2252 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.0948 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 დეკემბერიდან შევა ძალაში.