თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 23 ოქტომბერს რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია ორი კანდიდატი: თინათინ ჯავახიშვილი, თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი და ლეილა გარსევანიშვილი, იურისტი.
რექტორის არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება.
უნივერსიტეტში თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა რექტორმა გიორგი გოცირიძემ 8 სექტემბერს თანამდებობა დატოვა.
იგი რექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა, თუმცა უნივერსიტეტში საქმიანობას აგრძელებს.