ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მთაში ხანძარი 115 ჰექტარზე გავრცელდა.
ადგილობრივი ძალებით ხანძრის ჩაქრობას თუ ვერ მოახერხებენ, ავიაციის გამოძახება გახდება საჭირო.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ რომ ეს შესაძლოა მონადირეების დაუდევრობას გამოეწვია.