2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ფინანსთა მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. 16-17 ნოემბერს კახა ბაინდურაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულ გიორგი ღვინიაშვილთან ერთად რაიონების გამგებლებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება.
შეხვედრებზე განიხლება 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტები, ასევე თითოელ რაიონში მიმდინარე და მომავალი წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი 7 მლრდ. 88 მლნ ლარით განისაღვრება