23 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.24 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6532 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6551 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3601 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2650 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 სექტემბერიდან შევა ძალაში.