აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებს აკვირდებიან. ორნითოლოგები და ფრინველებზე დამკვირვებლები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ისინი აჭარის თავზე გადამფრენი მტაცებელი ფრინველების აღრიცხვას ჩაქვის სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ყოველდღიურად ანხორციელებენ.
აჭარა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ორნითოლოგებს, ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ეკოტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წლებია იზიდავს. ისინი მტაცებელი ფრინველების გადაფრენას აჭარის თავზე 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე აკვირდებიან. ფრინველებზე დაკვირვების მნიშვნელოვან ადგილებს სოფელი სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური წარმოადგენს. ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალური სადამკვირვებლო პლატფორმებია მოწყობილი, სადაც სპეციალისტები გადამფრენ ფრინველებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.
ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული პროდუქტია რეგიონში. ამ მიმართულებით წელს აჭარაში გიდების გადამზადება განცორციელდა, რაც ლობენ ინფორმაციას, რაც გიდებს ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარებათ. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა.