უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ კიევს დასავლეთის დაპირებების აღარ სჯერა. ამის შესახებ კულებამ ბრიტანულ გამოცემა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ქვეყანამ მიიღო რამდენიმე მწარე გაკვეთილი იმაზე, რომ დასავლეთის დაპირებები, არ შესრულდება. ჩვენ არ გვჯერა დაპირებების", - განაცხადა კულებამ.
ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა, ისრაელის მსგავსად, მოქნილ სამხედრო სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს.
"გარემოებები არჩევანს არ გვიტოვებს. ჯარი, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი - აი, რა გვჭირდება, იმისთვის, რომ გადავრჩეთ", - განაცხადა კულებამ.