საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 20.2%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 467 065 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 577 162 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 20.2%-ი.
10 სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.