ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება.