საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. იტყობინება ფეისბუკგვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი".
„მეუფე ზოსიმე თავის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მღვდელმთავრის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო კვლევა დიაგნოზის დასადგენად“, - იტყოინება ფეისბუკგვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი".
მოგვიანებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია გაავრცელა:
"როგორც ეპარქიიდან გვაცნობეს, მიტროპოლიტი ზოსიმე გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა, დღეს დილით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამიტომ იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, კერძოდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა. გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი.
ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე მკურნალობას განაგრძობს საავადმყოფოში და უკეთ გრძნობს თავს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.