საქართველოში სრულად COVID-ვაქცინირებულთა რაოდენობამ 0,5 მლნ-ს გადააჭარბა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 17.8%-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%. 7 სექტემბერს აიცრა 27 011 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.