საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა - აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბის კავშირმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოქვეყნა.
ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს დაგეგმილი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის 19-ის გავრცელების გამო გაუქმდა.
ბორჯღალოსნების მწვრთნელი თითქმის ორი თვე იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.