28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 122 209 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 27 აგვისტოს აიცრა 26 734 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 760 899 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26,6 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 361 310, რაც მოზრდილი მოსახლეობის 12.7 პროცენტს შეადგენს.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.