ნიდერლანდების საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და თბილისის აეროპორტს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის თბილისის გავლით, ქაბულიდან ამსტერდამში ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენ ერთად შევძელით ასობით მგზავრის გადაყვანა, რომელთა შორის იყვნენ ნიდერლანდების მოქალაქეები, ავღანელები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ და მათი ოჯახები. თბილისის ნიდერლანდელი საევაკუაციო ჯგუფი თბილისის აეროპორტში მომუშავე ყველა ადამიანის მადლობელია კომფორტული და მოქნილი თანამშრომლობისთვის რთულ ვითარებაში, რომელიც ქაბულის აეროპორტში არსებული მძიმე სიტუაციით იყო გამოწვეული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.