დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ფარგლებში სოლიდური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული.
გამყრელიძის თქმით, მას არ შეუძლია, დაასახელოს ფულადი ჯილდოს კონკრეტული ოდენობა, მაგრამ ის "საკმაოდ სერიოზულია".
როგორც ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, მთავრობა ვაქცინაციის წახალისებისთვის ლატარიის ჩატარებას გეგმავს.
"წახალისებას და ლატარიას რაც შეეხება, წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს პირველ სექტემბერს განცხადებას, თუ როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით. უკვე შედგენილია სქემა და ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყოს ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანი და მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო,რ ომელიც აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან", - თქვა გამყრელიძემ.