სოხუმის ცენტრში, მეორე კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებაში გაჩენილი ხაძარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენისას საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტი იმყოფებოდა.
"სახანძრო ქვეგანყოფილების თანამშრომელების ადგილზე მისვლამდე, საავადმყოფოს პერსონალის მიერ განხორციელდა მათი (პაციენტების) ევაკუაცია", _ განუცხადეს აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში "რია ნოვოსტის".
ხანძრის ადგილას ნაპოვნია ერთი პაციენტისა და მისი მეუღლის ასევე საავადმყოფოს სანიტრის ცხედრები.
გავრცელებული ინფორციით, ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა საავადმყოფოს კორსპუსი.