საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა. ხოლო სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 25 432 პირი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.