მსოფლიოში მეორე უმსხვილესი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი, გერმანული Adidas AG, Reebok-ის ბრენდს 2.1 მილიარდ ევროდ ყიდის
Adidas-ის ცნობით, Reebok-ის ბრენდს ამერიკული კორპორაცია Authentic Brands Group-ი შეიძენს, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია.
როგორც Adidas-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, თანხის უმეტეს ნაწილს კომპანია გარიგების დასრულებისთანავე მიიღებს, ხოლო დანარჩენი ტრანშები უკავშირდება გარკვეული პირობების შესრულებას.
გარიგების დასრულებას მხარეები 2022 წლის პირველი კვარტალისთვის მოელიან.
Adidas-მა Reebok-ი 2006 წელს შეიძინა.
ამერიკული კომპანია Authentic Brands Group სხვადასხვა ბრენდებს ფლობს, მათ შორის Sports Illustrated, Brooks Brothers და Nine West.