ტექნიკურ უნივერსიტეტში იხსნება ვაქცინაციის სივრცე, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებთ აცრას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე.
ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით.
ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისრაციის გავლა საჭირო არ არის.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.