საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 218 167 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 715 919 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 218 167 ადამიანი.
ბოლო 24 საათში სულ აიცრა 25 933 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.