საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 პირი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და იმედოვნებს, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება