ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საველე ჰოსპიტლების მოწყობის შესახებ თქვა, რომ თუკი დღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლება არ მოხდება, ამ გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო.
"მდგომარეობა არის რა თქმა უნდა, დატვირთული, მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ანუ, ჯერჯერობით, ამისი მართვა ხერხდება, თუმცა თუ გაგრძელდება მომდევნო 7-8-10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს კიდევ დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზებაც და ასევე მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტილება, რაც ჩვენ აქამდე არასოდეს არ გამოგვიყენებია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.