ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. იტყობინება BBC.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული დევიდ ს. პოტსდამში დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, არსებობს მტკიცებულებით გამყარებული ვარაუდი, რომ დაკავებულმა თანხის სანაცვლოდ რუსეთის დაზვერვას გადასცა დოკუმენტები სულ მცირე "ერთხელ მაინც".
როგორც იუწყებიან, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ინფორმირებული იყო მისი მფარველობის ქვეშ მყოფი მოქალაქის დაკავების შესახებ და თანამშრომლობდა გერმანიის სამართალდამცავ უწყებასთან.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ დაადასტურა გერმანიაში 57 წლის მოქალაქის დაკავება და საპოლიციო ღონისძიებაში ლონდონის ჩართულობა.