კახეთის რეგიონში მდებარე სასტურომები სტუმრების სიმცირეს არ უჩივიან. სასტუმრო "ამპელოს“ გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ არსებული ეპიდვითარების ფონზე "ამპელოში" სტუმრების ნაკლებობა არ არის.
„ჩვენს სასტუმროში მაქსიმალურადაა დაცული COVID-სტანდარტები. თანამშრომლების რაღაც ნაწილი ორჯერ თუ არა ერთჯერადად უკვე ვაქცინირებულია. დანარჩენ პერსონალს რაც შეეხება, კვირაში ერთხელ მათი უტარდებათ ტესტირება. ყველაფერი კეთდება, რომ სტუმრებისთვის ვიყოთ მაქსიმალურად უსაფრთხო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იქედან გამომდინარე კახეთში ეპიდვითარება ამ დროისათვის მწვავე არ არის, ამ ეტაპზე არსებული ჯავშნებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ, თუმცა აგვისტოზე ჯერჯერობით იგივეს თქმა არ შეგვიძლია", აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი გვანცა კოღუაშვილი.
მისი განმარტებით, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე წინასწარ, რამდენიმე კვირით ადრე, დასვენების დაგეგმვა ვეღარ ხდება.
"ჩვენი სასტუმროს სტუმრების 99%-ს შიდა ტურისტები წარმოადგენენ. უცხოელი ვიზიტორები კი ძირითადად გალფის და ევროკავშირის ქვეყნებიდან გვყავს", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.